- ნავი
- ზოგად ყოველი ხის ნაგები წყალთა შინა სავალად (მატ. 4, 21 და შემდგომი, 8, 23 და შემდგომი; საქმ. 20, 13 და შემდგომი; ფსალ. 103, 26; ვეფხისტ. 1027 და შემდგომი), корабль, судно, Navis. უმცირესსა შთასაჯდომსა ერთის კაცისასა ეწოდების ნუშა; მისს უდიდესს - ვარცლი და სხუათა შთასატევნელთა ვიდრე ათადმდე, ოცად, ორმოცად და ასადმდეცა კაცთა ჰქვიანთ: სანდალი, ზარბუნე, კანჯო, კარაპა, კარაჭაპა, კატარღა, ნავტიკი, ოლაჭკანდერი, ონჩხომელი ანუ ორჩხომელი, პურკატა, ხოლო დრომონი შთატევს ხუთასსა კაცსა საგზლითა და თჳრთითა, არამედ ხომალდი უდიდესია და სტოლა - მრავალი ნავი საომარი.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.